Odoo 19 · ქართული ლოკალიზაცია
ანგარიშ-ფაქტურა და ზედნადები RS.ge-ში პროგრამიდან გაუსვლელად. ქართული ანგარიშთა გეგმა უკვე მზად. ბანკის ამონაწერი ავტომატურად. და AI, რომელიც გატარებას თავად გთავაზობს.
რას ვცვლით
პროდუქტი
არა თარგმანი — ღრმა ინტეგრაცია RS.ge-სთან, ბანკთან და ქართულ აღრიცხვასთან.
დოკუმენტს ქმნი Odoo-ში და აგზავნი შემოსავლების სამსახურში იმავე ეკრანიდან. სტატუსი — გაგზავნილი, დადასტურებული, გაუქმებული — პირდაპირ დოკუმენტზე ჩანს.
Odoo-ს საერთაშორისო ბირთვზე ქართული ბუღალტრული ჩარჩოა აწყობილი: ანგარიშთა გეგმა, გადასახადები, ჟურნალები და ნაგულისხმევი გატარებები ადგილობრივი სტანდარტით. ახალი კომპანია პირველივე დღეს მზა სტრუქტურით იხსნება — კონფიგურაციაზე კვირები აღარ იხარჯება.
ამონაწერი ავტომატურად ჩამოდის და სისტემა თავად პოულობს, რომელ ფაქტურას ეკუთვნის თითოეული ჩარიცხვა. გადარიცხვას აკეთებ იმავე პროგრამიდან.
დაუსვი კითხვა ქართულად პირდაპირ პროგრამაში. AI ხედავს შენს დოკუმენტებს, აანალიზებს იმპორტირებულ მონაცემებს და გატარებას თავად გთავაზობს — შენ მხოლოდ ამოწმებ.
ავტომატიზაცია
ბუღალტერიაში დროის უდიდესი ნაწილი ერთი და იმავე მონაცემის გადაწერას ხმარდება. სწორედ ეს ნაწილი ავტომატდება.
შედეგად ბუღალტერს რჩება ის, რაც მართლა მისი საქმეა — გადაწყვეტილება და კონტროლი, და არა ერთი და იმავე ჩანაწერის სამჯერ აკრეფა.
სრული ERP
თეთრი სრული ERP-ია და არა მხოლოდ ბუღალტრული პროგრამა. ჩართე ის მოდულები, რაც ახლა გჭირდება — დანარჩენი დაამატე მაშინ, როცა გაიზრდები.
ანგარიშ-ფაქტურა, ზედნადები, ქართული აღრიცხვა და დეკლარაციებისთვის მზა მონაცემები.
შედის ყველა დანერგვაშიშეთავაზებიდან შეკვეთამდე და გადახდამდე — კლიენტები და გარიგებები ერთ ადგილას.
მარაგი, მიღება, გადაზიდვა და მიწოდება რეალურ დროში, ზედნადებთან დაკავშირებული.
კალკულაცია, თვითღირებულება და საწარმოო შეკვეთების კონტროლი.
დაგეგმე სამუშაო, თვალი ადევნე დროსა და გუნდის დატვირთვას.
მომწოდებლები, შეკვეთები და ხარჯები ერთ კონტროლის წერტილში.
თეთრი ჩვენი ხარისხის კონტროლის ქვეშ ინერგება: სწორად აწყობილი სისტემა და სწორად წარმოებული აღრიცხვა ერთმანეთს გულისხმობს.
პირველ მომხმარებელზე · ERP-ზე სრული წვდომა
ფასები მითითებულია დღგ-ს გარეშე.
დამოკიდებულია დოკუმენტბრუნვაზე, თანამშრომლების რაოდენობასა და საქმიანობის სირთულეზე
ორივე მიმართულებას პარტნიორი საბუღალტრო კომპანია ახორციელებს, ცალკე ხელშეკრულებით.
ფასები მითითებულია ლარში (GEL), დღგ-ს გარეშე. ონლაინ, ბარათით იხდება მხოლოდ თეთრის აბონემენტი — აბონემენტი აქტიურდება გადახდის დადასტურებიდან 1 სამუშაო დღეში. დანერგვა და აღრიცხვის მომსახურება ინდივიდუალურად ფასდება და ინვოისის საფუძველზე, გადარიცხვით იხდება.
გადაიხადე ინვოისი ბარათით →
როგორ ვიწყებთ
თვითრეგისტრაცია არ არის — თითოეულ კომპანიას ჩვენ ვამზადებთ და ვრთავთ.
შეავსებ ფორმას, გიკავშირდებით და გაჩვენებთ სისტემას ცოცხლად — შენს რეალურ სცენარებზე.
ვქმნით შენს გარემოს, ვაწყობთ ანგარიშთა გეგმას, ვაერთებთ RS.ge-სა და ბანკს, გადმოგაქვს ნაშთები.
გუნდს ვასწავლით, პირველ თვეებში გვერდში ვდგავართ; განახლებები და RS.ge-ის ცვლილებები ჩვენზეა.
ვისთვის
ნაკლები ხელით აკრეფა და ორმაგი შეყვანა. დოკუმენტი, RS.ge და გატარება ერთ ნაკადში — თვის დახურვა ღამეებში აღარ გრძელდება.
რეალური სურათი დღეს, არა თვის ბოლოს: გაყიდვები, მარაგი, დებიტორები და ფულის ნაკადი ერთ დაფაზე.
ცხრილებისა და ცალკე პროგრამების ნაცვლად — ერთი სისტემა, რომელიც შენთან ერთად იზრდება მოდულებით.
ჩვენს შესახებ
თეთრს ქმნის და ნერგავს შპს იარპი სოლუშენსი (ERP Solutions) — ქართული კომპანია, რომელიც Odoo-ს ქართულ ლოკალიზაციაზე მუშაობს. RS.ge-ის ინტეგრაცია, ქართული ანგარიშთა გეგმა, ბანკებთან კავშირი და AI ბუღალტერი ჩვენივე გუნდის ნამუშევარია.
თეთრი თვითრეგისტრაციით არ იყიდება. თითოეულ კომპანიას ჩვენ ვაწყობთ: ანგარიშთა გეგმა, RS.ge, ბანკი და ჟურნალები კონკრეტულ საქმიანობაზეა მორგებული, სანამ პირველ დოკუმენტს გამოწერ. შემდეგ გუნდს ვასწავლით და მხარდაჭერაზე ჩვენვე ვდგავართ.
კითხვები
თეთრი არის Odoo 19-ზე აგებული ERP, რომელსაც ჩვენ დავამატეთ ღრმა ქართული ფენა: RS.ge-ის ინტეგრაცია, ანგარიშ-ფაქტურა და ზედნადები, ქართული ანგარიშთა გეგმა, ბანკთან მუშაობა და AI ბუღალტერი. იყენებ მსოფლიო დონის ბირთვს, მაგრამ მუშაობ ქართული წესებით.
არა. აბონემენტი მოიცავს სისტემას, ჰოსტინგს, განახლებებსა და მხარდაჭერას — ცალკე შესყიდვა არაფერია საჭირო.
დოკუმენტს ქმნი პროგრამაში და აგზავნი შემოსავლების სამსახურში იმავე ეკრანიდან. სტატუსი პირდაპირ დოკუმენტზე ჩანს, შემოსული დოკუმენტები კი ავტომატურად ჩამოდის სისტემაში.
მონაცემები ჩვენ მიერ მართულ ღრუბლოვან ინფრასტრუქტურაზეა, ცალკე გარემოში თითოეული კომპანიისთვის. ბარათის მონაცემები ჩვენს სისტემაში არასოდეს ინახება — გადახდებს ამუშავებს Flitt (TBC ჯგუფი). დეტალები — კონფიდენციალურობის პოლიტიკაში.
დიახ. სისტემა სრულად ღრუბლოვანია და ბრაუზერში იხსნება — კომპიუტერიდან, პლანშეტიდან და ტელეფონიდან, დაყენების გარეშე. ფაქტურა შეგიძლია გზაშიც გამოწერო.
აბონემენტი აქტიურდება გადახდის დადასტურებიდან 1 სამუშაო დღეში. დანერგვა ცალკე, ერთჯერადი მომსახურებაა — სტანდარტული დაყენება (ანგარიშთა გეგმა, RS.ge, ბანკი და საწყისი ნაშთები) ჩვეულებრივ ერთ-ორ კვირაში სრულდება; ზუსტ ვადას დემოს შემდეგ ვათანხმებთ.
შეთავაზება ორი კომპონენტისგან შედგება. პროგრამა — თვეში 150 ₾-დან პირველ მომხმარებელზე და 69 ₾-დან ყოველ შემდეგზე (ფასები დღგ-ს გარეშე), ERP-ზე სრული წვდომით. აღრიცხვისა და საგადასახადო მხარდაჭერის ფასი ინდივიდუალურია და დოკუმენტბრუნვაზეა დამოკიდებული. დანერგვა, მიგრაცია და სწავლება ერთჯერადად ფასდება. დემოს შემდეგ ერთ გაწერილ შეთავაზებას მიიღებ.
შეავსე ფორმა — დაგიკავშირდებით, გაჩვენებთ სისტემას ცოცხლად შენს სცენარებზე და გეტყვით, რა ვადაში ვნერგავთ.
ან მოგვწერე პირდაპირ: info@tetriapp.com
ან დაგვირეკე: +995 500 504 400